27.04.2024 | 05:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახი კალაძემ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა [ვიდეო]

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ თბილისში 4 წლის განმავლობაში ჩატარებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. თუმცა მას არაფერი უთქვამს  ქალაქში არსებულ სატრანსპორტო კოლაფსზე და მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკლებობაზე, რომელიც მოქალაქეებს პრობლემას უქმნის.

"სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენს პროგრამაში უპირატესობა პირველ რიგში, ენიჭებათ ქვეითებს, ფეხით მოსიარულეებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს. შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი გადაადგილდება, ხოლო ბოლოს კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს"- განაცხადა კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას.

დღის გადაცემები