27.04.2024 | 04:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობა!" - აქცია ქუთაისში [ვიდეო]

მასშტაბური აქცია გაიმართა ქუთაისში.  „შეწყდეს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა და ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს“, - ამ მოთხოვნებით, რიონის ხეობის მცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა რეგიონიდან, კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას, თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ხეობის დამცველებმა, ჰესის კასკადთან ერთად, ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნაც დააყენეს. მათი თქმით, იმ შემთვევაში, თუ პირობები არ დაკმაყოფილდება, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით,საპროტესტო ტალღა იმერეთიდან დედაქალაქში გადმოინაცვლებს.

დღის გადაცემები