27.04.2024 | 01:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ [ვიდეო]

მიზანმიმართული შეტევა საქართველოს ეკლესიასა და კათოლიკოს პატრიარქზე. ერის სულიერ წინამძღვარზე თავდასხმები, სოციალურ თუ მედია სივრცეში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახშირდა. მცდელობის პარალელურად, ღირსება შეულახონ საქართველოს ეკლესიის წინამძრღვარს, უწმინდესს  საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები მხარდაჭერას უცხადებენ.

ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის სულიერი კეთილდღეობა საკუთარ თავზე იტვირთა და უკვე ორმოცდამესამე წელია დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს, ახლა სიცრუის პროპაგანდის მთავარი სამიზნეა.

 

 კათოლიკოს პატრიარქებისს წინააღმდეგ ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ილია მეორეს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები უპრეცედენტოა. ცილისმწამებლური განცხადებების ავტორებს  ისტორია საკუთარი სიცრუის მექანიზმებით ალბათ დიდი ხნის განმავლობაში შემოინახავს.

 ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად გააქტიურებული სიცრუის პროპაგანდის მიუხედავად, პატრიარქის განვლილი გზა და ღვაწლი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საკუთარ ცხოვრებაში ილია მეორეს როლზე საუბრობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ნატო მეტონიძისთვის პატრიარქის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები ერისა და საკუთარი თავის შეურაცხყოფაა. მომღერალს სჯერა, რომ პატრიარქის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ისტორიაში დრო კიდევ უფრო მუქად გამოკვეთს.

 

 ნინო სუხიშვილისთვის გაუგებარია, რას ემსახურება პატრიარქის მიმართ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური შეტევები. სუხიშვილების ანსამბლის ხელმძღვანელი ილია მეორეს ქვეყნის ჯილდოდ მიიჩნევს.

 

  უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლის შესახებ საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს მამა ალექსანდრე ბოლქვაძე. ღვთისმსახურის თქმით,  ბოლო პერიოდში პატრიარქის მისამართით გაჟღერებული გაუგონარი ბრალდებების მიუხედავად, უწმინდესი საკუთარი სულიერებიდან გამომდინარე ავტორებს შეცდომებს მიუტევებს.

 

 ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ გუშინ რომ არ დაწყებულა, ამაზე "პატრიოტთა ალიანსში" დიდი ხანია საუბრობენ. პარტიის გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ მსგავსი პრობლემა ანუ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა,  მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ირმა ინაშვილი ილია მეორეს მისამართით გაჟღერებული არაერთი ცილისწამების მოტივებზე საუბრობს და თვლის, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

 

  პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული მრავალი ბინძური კამპანიის მიუხედავად, ილია მეორე საკუთარ მტრებს კვლავ შვილებად მოიხსენიებს და მათთვის ლოცულობს, თუმცა ეკლესიის საჭეთმპყრობლის წინააღმდეგ მებრძოლებს ეს სულაც არ აბრკოლებთ და უმსგავსო განცხადებების კეთებას მაინც არ ერიდებიან. ფაქტია, ანგაჟირებული ჯგუფები ბინძური მეთოდებით ეკლესიაზე, პატრიარქზე და საპატრიარქოზე ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას პერიოდულად მიმართავენ.

დღის გადაცემები