27.04.2024 | 05:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჭყონდიდის ეპარქიაში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთა ინიციატივით, ივერიის ღვთისმშობლის  ხატის უზუსტესი ასლი ჩააბრძანეს [ვიდეო]

ჭყონდიდის ეპარქიაში  მართმადიდებლობის ზეიმის დღესთან დაკავშირებით,  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთა ინიციატივით, ივერიის ღვთისმშობლის  ხატის უზუსტესი ასლი ჩააბრძანეს.  ხატი ათონის მთაზე,  ივერიის ღვთისმშობლის ხატის ერთადერთ  ყველაზე  ზუსტ ასლს წარმოადგენს.  

 ღონისძიებისთვის   მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების  ტაძარში მრევლი  სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდა.  ასევე  საკვირაო  წირვა-ლოცვას მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილთან  ერთად სხვადასხვა ეპარქიების  მიტროპოლიტებიც ესწრებოდნენ.  სასულიერო პირებმა  წირვის დასრულების  შემდეგ  მრევლს ქადაგებით მიმართეს და   ხატის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. გარდა ამისა,  მეუფეებმა  ქადაგების დროს  ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს  და   სტეფანე  კალაიჯიშვილს  სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

დღის გადაცემები