27.04.2024 | 01:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მიტროპოლიტი სტეფანე ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე  არსებულ კითხვებს უპასუხებს [ვიდეო]

მარტვილში, ჭყონდიდის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, მიტროპოლიტი სტეფანე ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე  არსებულ კითხვებს უპასუხებს.  მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა ამის შესახებ პირობა, დაახლოებით, ერთი თვის წინ დადო. ჭყონდიდის ეპარქია ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, მარტის დასაწყისიდან მოექცა, მაშინ, როცა მრევლის ნაწილსა და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება გამწვავდა. კონფლიქტის შედეგი იყო სალხინოში აივნის ჩამონგრევაც, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სასულიერო პირები თეოლოგები  და მრევლის უმეტესი ნაწილი პროცესების მიზანმიმარტულ დაძაბვაში ჭყონდიიდის ყოფილ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას ადანაშაულებდნენ.  პასუხისთვის ემზადება ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ათინოგენეც. როგორც ის აცხადებს, ყველა ბრალდებას უპასუხებს.

დღის გადაცემები