27.04.2024 | 02:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ერთი მეგობრით ნაკლები და ერთი სიკეთით ცოტა - კოტე ინაშვილი [ვიდეო]

ერთი მეგობრით ნაკლები და ერთი სიკეთით ცოტა - კოტე ინაშვილს დღეს ოჯახის წევრები და მეგობრები, უკანასკნელ გზაზე გამოემშიდობნენ.

ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, არაერთი კეთილი საქმის ინიციატორი, არასდროს საუბრობდა საკუთარ დამსახურებასა და წვლილზე.

კოტე ინაშვილმა წამოიწყო და არამხოლოდ ფიზიკურად, სულიერად გადაარჩინა ადამიანები, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. შექმნა ფონდი პატიმრების და მათი ოჯახებისთვის. ეს იყო ახალი სიტყვა და გაბედული ნაბიჯი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, მაშინ როცა ასეთი ინიციატივები სასტიკად ისჯებოდა.

პატიმრებზე ზრუნავდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც. არასდროს მიუტოვებია საქმე, რომელიც დაიწყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, იბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მთელი შეგნებული ცხოვრება შეალია სამართლიანობისთვის ბრძოლას, როგორც ჟურნალისტმა, როგორც უფლებადამცველმა და როგორც უბრალოდ ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ.

კოტე ინაშვილი იყო ერთგული და საიმედო მეგობარი, კაცი, რომელსაც უყვარდა სიცოცხლე და ადამიანები. ტელეკომპანია "ობიექტივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მეგობრებმა დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

დღის გადაცემები