27.04.2024 | 05:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფოს უმოქმედობაზე საუბრობენ [ვიდეო]

გაძვირებული ფასების ფონზე  დევნილთა  45 ლარიანი შემწეობა და საპინსიო დახმარება მათ წამლის ფულადაც კი არ ჰყოფნით.  მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლტოლვილის ისტორია განსხვავებულია, მათი ტკივილი და გასაჭარი  ერთნაირია.

მიუხედავად მხარეებს შორის გაყინული ურთიერთობისა საკუთარი მიწა- წყლის დაბრუნების იმედს დღემდე  არ კარგავენ  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები.  ისინი  სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათი  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეფექტური ნაბიჯები არ გადადგმულა.   უფრო მეტიც, დრო მიდის და  მათი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.

კონფლიქტის მოგვარება და მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ჩიხში, რომ არის შესული ამაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საუბრობს. ჯემალ გამახარიას თქმით, გასული წლის  12 ნოემბერს დადებული ე.წ  45 პუნქტიანი პროგრამა, რომელიც აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში მოყვანას გულისხმობს, ქართულ და აფხაზურ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს. ამ რთულ ვითარებაში ერთდაერთ გზას გამახარია აფხაზურ საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდეგნაში ხედავს, თუმცა ეს პროცესი წლებია უშედეგოდ მიმდინარეობს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბილიკის ყოფილი თავმჯდომარე მხარეებს შორის ურთიერთობების დალაგებისთვის ყველა ხერხის გამოყენებას ითხოვს. ვახტანგ ყოლბაია გაჩერებულ  პროცესში პასუხისმგებლობას ქართულ მხარესაც  აკისრებს და ამბობს, რომ ის მცდელობები რასაც ხელისუფლება იყენებს, ნამდვილად არ არის საკმარისი.

დღის გადაცემები