24.04.2024 | 03:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ შავ პიარს მიმართავს [ვიდეო]

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთა განცხადებით, რომლებიც ნამახვან ჰესის საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ, კომპანიისა და სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები მათ მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან. ისინი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი შედგენილია მთელი რიგი სტანდარტების დარღვევით, ხოლო ხელშეკრულებები კაბალურ პირობებს შეიცავენ.ამის შესახებ მესამე სექტორის წევრებმა, მედიასთან ისაუბრეს.

 

 „ცხადად ვხედავთ სახელმწიფოსა და პროცესში ჩართული სხვა ადგილობრივი თუ ცალკეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან გამოყენებულ ახალ სტრატეგიას, ნამახვანი ჰესის პროექტის გარშემო არსებული მშვიდობიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობა დაუკავშირონ ბრძოლას ენერგოუსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გამოაცხადონ ის მართულად, ქსენოფობიურად, პერიფერიულად, მარგინალურად და პროექტის წინააღმდეგ არსებული კრიტიკა გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ“- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

დღის გადაცემები