27.04.2024 | 02:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დღეიდან კოვიდრეგულაციების უმეტესი ნაწილი ძალას კარგავს [ვიდეო]

დღეიდან კოვიდრეგულაციების უმეტესი ნაწილი ძალას კარგავს. მათ შორის, უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება, ამ ეტაპზე, შენარჩუნდება. ამასთან, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე. დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. უქმდება ასევე, თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში პისიარ ტესტის გარეშე ბრუნდებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში არსებული სტაბილური ეპიდვითარებით განმარტავენ.

დღის გადაცემები