13.12.2024 | 05:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ევროპა სანქციებს კი უწესებს რუსეთს, მაგრამ ეკონომიკური პროცესები იმდენად ღრმად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თავად ევროპის ეკონომიკამ უზარმაზარი დარტყმა მიიღო"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყნები დღეს არ არსებობს, - აშშ იქნება ეს თუ რუსეთი. ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პირდაპირ აისახება რუსეთზე და რუსეთში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება როგორც ამერიკაზე, ასევე ევროკავშირზე. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, ევროკავშირი იქნება თუ ამერიკა, პოლიტიკური პროცესები ერთმანეთზე აისახება და არსებობს ურთიერთკავშირები. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი გავლენაა. ანალოგიური ვითარებაა ეკონომიკასთან დაკავშირებით. მერვე სანქციების პაკეტს იღებს ევროკავშირი, მაგრამ დააკვირდით, დღეს ევრო, როგორც ვალუტა, ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე დოლარი. ეს ყველაფერი ზუსტად ამ სანქციების ბრალია. გამოვიდა, რომ ევროპა სანქციებს კი უწესებს რუსეთს, მაგრამ ეკონომიკური პროცესები იმდენად ღრმად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თავად ევროპის ეკონომიკამ უზარმაზარი დარტყმა მიიღო. ეს დღეს ყველამ იცის. პირდაპირ ეუბნებიან ბრიუსელში მოქალაქეებს, რომ გათბობა 19 გრადუსზე მეტი არ დააყენონ, ამისთვის კი აჯარიმებენ. რეალურად ეკონომიკურად ეს ქვეყნები ერთმანეთისგან დამოუკიდებლები არ არიან არც პოლიტიკურად, არც სოციალური თვალსაზრისით, აღარ ვლაპარაკობ მეცნიერებაზე ან კულტურაზე. მაგრამ აქ არის მეორე მხარე - ის, რომ ძლიერი და დიდი ქვეყნები ხშირად პირობებს უყენებენ პატარა ქვეყნებს. საქართველო ამ კუთხით სამაგალითო ქვეყანაა. ჩვენ მუდმივად რაღაც პირობებს გვიყენებს როგორც ამერიკა, ასევე ევროკავშირი. აქ ოქროს შუალედი არ უნდა დაირღვეს, თორემ აღმოჩნდება, რომ აღარ გაქვს აღარც სუვერენიტეტი და აღარც დამოუკიდებლობა", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები