07.09.2024 | 18:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "პატრიოტთა ალიანსი" მიტინგებს თუ განაახლებს, ყველაფერი, მათ შორის, ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებიც შეჩერდება"

"2018, 2019, 2020 წელს ჩვენი პარტია მუდმივად მართავდა დიდ საპტროტესტო აქციებს. მუდმივად ვავსებდით ხან სპორტის სასახლეს, ხან თავისუფლების მოედანს, ხან ბათუმში, ხან ზუგდიდში. ამ მიტინგების დროს საზოგადოება დეპოლარიზებული იყო. ამ მიტინგების დროს "ნაცმოძრაობა" ხმას ვერ იღებდა, ვერავინ ვერ გამოჰყავდა გარეთ - არც ჰქონდა ამის ძალა და ხელისუფლების შეცვლაზეც არ ფიქრობდა. სინამდვილეში ვიღაცას ეგონა, რომ ეს მიტინგები რამეს აფუჭებს, - არადა, კი არ აფუჭებდა, პირიქით, საქმეს აკეთებდა. არავინ არ მუშაობდა ხელისუფლების გადატრიალებაზე და სიტუაცია დეპოლარიზებული იყო. ერთადერთი, რისთვისაც იბრძოდა "ნაციონალური მოძრაობა" დასავლეთში, იყო ის, რომ დასავლეთი "პატრიოტთა ალიანსზე" ეუბნებოდა "ქართულ ოცნებას" - ამათ რაც შეიძლება პატარა პროცენტი დაუწერე და მოაცილე პარლამენტიდანო. საბოლოო ჯამში, ამ მიზანს მიაღწიეს. ამის მერე პოლარიზაცია დაიწყო "ნაცმოძრაობამ" და ახლა უნდა დეპოლარიზაცია. ჩვენ თუ მიტინგებს განვაახლებთ, ყველაფერი, მათ შორის, ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებიც შეჩერდება", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები