13.12.2024 | 05:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "ახლა დგას პოლარიზაციის დასრულების თემა. თუ ამაში ის იგულისხმება, რომ ჩვენ სისხლის სამართლის დამნაშავეები უნდა შევიყვაროთ და ყველაფერი დავივიწყოთ, ეს შეცდომაა".

"ნაცმოძრაობა" რასაც აკეთებდა და არ მოგვწონდა, იმიტომ თქვა ქართველმა ხალხმა მასზე უარი. შენ თუ იგივეს გააგრძელებ არჩევნების გაყალბების კუთხით, იგივეს გააგრძელებ მოსამართლეების კუთხით, მაშინ ქვეყანაში ასეთი რყევა სულ იქნება", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა.

"ახლა თემა დგას, უნდა დასრულდეს პოლარიზაციაო. თუ ამაში ის იგულისხმება, რომ თქვენ მოგიწევთ იმ ხალხის შეყვარება, ვისაც ებრძვითო, თუ იმას გულისხმობენ, რომ ჩვენ სისხლის სამართლის დამნაშავეები უნდა შევიყვაროთ და ყველაფერი დავივიწყოთ, რასაც ისინი აკეთებდნენ და ერთად დავსხდეთ და ზარზეიმით გამოვაცხადოთ - დამთავრდა ეს ყველაფერი, ეს შეცდომაა. ასეთი რამ არ მოხდება, თუნდაც თამაზ მოლაშვილის მაგალითზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია! დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა გაიხსნას ერთხელ და სამუდამოდ. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ სათანადოდ და სრულფასოვნად. ისე კი არა, შერჩევითად და კანტიკუნტად რომ გამოყოფენ საკნებს. დამთავრდეს, კი ბატონო და დავიწყოთ თავიდან. დავიწყოთ მართლაც დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობა! ეს იყოს სახელმწიფო, რომელიც დგას ეროვნულ ფასეულობებზე, ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებზე, ადათსა და მართლმადიდებლობაზე", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები