13.12.2024 | 05:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "დღეს რომ "ქართული ოცნება" აღარ უნდა ჩვენი ხალხის ძალიან დიდ ნაწილს, ეს 20 ივნისის აქციამაც აჩვენა"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. "აი, როგორი ფორმულა აქვს "ქართულ ოცნებას" და რა ოსტატურად იყენებს ამას: ის გვეუბნება, ჩვენ თუ არ ვიქნებით, აბა, ვინ გინდათ - "ნაციონალური მოძრაობა"? მთელი ამ ათი წლის განმავლობაში ამ დაშინებით, ამ უალტერნატივობით იგდებს ხელისუფლებას ხელში, თორემ დღეს რომ "ქართული ოცნება" აღარ უნდა ჩვენი ხალხის ძალიან დიდ ნაწილს, ეს 20 ივნისის აქციამაც აჩვენა. მართალია, მე ველოდებოდი "ქართული ოცნების" მხრიდან უფრო ადეკვატურ განცხადებებს, მაგრამ ესეც არ ყოფილა. პირიქით, მტკიცება დაიწყეს, რომ ჩვენი ხალხი იყო, ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ გამოსულებიო. მეგობრებო, თუ თქვენი მხარდამჭერები და ამომრჩევლები იქ იდგნენ, მაშინ კიდევ უფრო დიდ უბედურებაში ყოფილხართ. იმიტომ, რომ აქციაზე  ჟღერდებოდა მსგავსი ლოზუნგები - დეოლიგარქიზაცია, ანუ თქვენი მხარდამჭერები იდგნენ იქ და ბიძინა ივანიშვილის დეოლიგარქიზაციას და თქვენივე ხელისუფლების დემონტაჟს ითხოვდნენ? მაგრამ ეს ხომ ამათი სტილია. ჩვენ, როდესაც  მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გვქონდა, მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ იქ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ. სად უნდა მდგარიყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები? სადაც ჩვენ ვითხოვდით: "არა - ქართულ ოცნებას", "არა - ნაცმოძრაობას"? ეს ხომ მტკნარი სიცრუე იყო! მთელი ეს აბსურდი "ქართული ოცნების" მხრიდან დღესაც გრძელდება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

დღის გადაცემები