დასავლეთის ენერგეტიკულ რეზერვებზე რუსეთის გავლენის შეზღუდვის მიზნით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი შეთანხმდნენ გაზარდონ გაზის ექსპორტი შეერთებული შტატებიდან დიდ ბრიტანეთში.
სუნაკმა და ბაიდენმა ენერგოუსაფრთხოებაზე პარტნიორობის შესახებ განაცხადეს, შექმნეს ერთობლივი სამოქმედო ჯგუფი ვესტმინსტერის და თეთრი სახლის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით, რათა შეამცირონ გლობალური დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე.
უკრაინაში შეჭრამდე დიდი ბრიტანეთი არ იყო დამოკიდებული რუსული გაზის დიდ მოცულობებზე, თუმცა ფასების ზრდა მასზე ძალიან მოქმედებდა.
შეთანხმების ფარგლებში, შეერთებული შტატები 2021 წელთან შედარებით დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული თხევადი ბუნებრივი გაზის გაორმაგებას აპირებს.
ორი ქვეყანა ასევე აპირებს ითანამშრომლოს „მწვანე ინიციატივების“ დასაჩქარებლად, როგორიცაა ელექტრო მანქანების ბაზრის სტიმულირება და ენერგოეფექტური მოწყობილობების განვითარება.
გერმანია ასევე სთავაზობს ბრიტანეთს მოლაპარაკებას შეთანხმებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ერთმანეთს დახმარება გაუწიონ სიცივის დროს გაზის დეფიციტის შემთხვევაში.