19.04.2024 | 16:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"გაზპრომში" აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდება გაზარდა

დღის მდგომარეობით, უკრაინის გავლით რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდება 39 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს. ამის შესახებ "გაზპრომის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. მის კომენტარს "კომერსანტი" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გაზის მიწოდება სადგურ "სუჯას" მეშვეობით განხორციელდება. 25 თებერვალს მიწოდებული გაზის მოცულობამ 38,1 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

ტრანზიტი უკრაინის გავლით რუსეთიდან ევროპის ქვეყნებში გაზის მიწოდების ერთადერთ საშუალებად რჩება. გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2" მუშაობა სრულად შეჩერებულია

დღის გადაცემები