13.12.2024 | 08:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აცრის შედეგად ახალციხეში ექთანს კომა განუვითარდა [ვიდეო]

კორონავირუსის წინააღმდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შედეგად ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ექთანს კომა განუვითარდა. ოჯახი კლინიკის ადმინისტრაციასთან შეხვედრას და პაციენტის მონახულებას მოითხოვს. პაციენტი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში რჩება.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც.

ექთნის კომაში ჩავარდნის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. „ინტერპრესნიუსი“ მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას ელოდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

დღის გადაცემები