13.12.2024 | 08:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გადატვირთული საწოლფონდი და ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა [ვიდეო]

ქვეყანა კვლავ ეპიდ აფეთქების მოლოდინშია, ტიკარაძის უწყება კი პანდემიის მესამე ტალღას ისევ მოუმზადებელი ხვდება, მთავარ პასუხისმგებელ უწყებას სამოქმედო გეგმა, არც პირველი და მეორე ტალღის მაგალითზე არ გააჩნია. კოვიდ-სტატისტიკა ყოვედღიურად იზრდება, სფეროს სპეციალისტები ერთადერთ გამოსავალს მასობრივ ვაქცინაციაში ხედავენ და აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ვირუსის გავრცელების ახალი ტალღის პირისპირ სხვა შემთხვევაში უძლურია.

ბოლო 14 საათში ჩატარებული 28 532 ტესტიდან, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1788  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კოვიდ პანდემია დაამარცხა, 1251 პირმა, გარდაიცვალა 31 ადამიანი.

მზარდ სტატისტიკასა და პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ სფეროს ექსპერტები. ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემამ პირველი და მეორე ტალღის მაგალითზე ვერაფერი ისწავლა და შესაბამისად ტიკარაძის უწყება მზად არც მესამე ტალღისთვისაა. ჯანდაცვის ექსპერტი, ტიკარაძის უწყების ნაკლოვანებებზე საუბრობს.

ყოვედღიურად მზარდი სტატისტიკის პარალელურად ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.  იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წელს ზემოთ პირებიც აიცრებიან. თამარ გაბუნიას განცხადებით, „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა „კოვაქს პლატფორმიდან“, სავარაუდოდ, ივლისში შემოვა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დრომდე მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაციის პროცესს სკეპტიკურად უყურებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონა პანდემია, 300 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.  

 

 

დღის გადაცემები