19.09.2024 | 10:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გალელმა სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს [ვიდეო]

აფხაზეთში მყოფი მოსახლეობისთვის რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათ ადგილზე პლაკატები მიიტანეს წარწერით: "ენგური საზღვარი არ არის", "ჩვენ ვარსებობთ", "საკუთარ ქვეყანაში გადაადგილება ჩვენი უფლებაა", "აფხაზეთში ჩემი ოჯახია", „ჩვენ გვებრძვის რუსი, გვზღუდავს საკუთარი მთავრობა და გვახრჩობს ენგური", " ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად".

აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ შამგონაში ტრაგიკულად დაღუპული ფაქტი გაიხსენეს და მოითხოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5- დღიანი კარანტინი გაუქმდეს.

დღის გადაცემები