13.12.2024 | 08:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გაჩერებული ტრანსპორტი - გაჩერებული ცხოვრება [ვიდეო]

მოლოდინი იმისა, რომ დედაქალაქის ქუჩებში უახლოეს მომავალში, მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ გამოჩნდება, მოსახლეობას ფაქტიურად აღარ აქვს.

 ქუჩაში გასულ ხალხს, დაპაუზებული ქვეყნა ხვდება, სადაც არც მწვანე ავტობუსები მოძრაობს, არც ყვითელი სამარშუტო ტაქსები და არც ადამიანებით სავსე მგზავრთა მოსაცდელებია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში კვლავ  უფუნქციოდ დარჩა. მთავრობამ ლოკდაუნს დაუსრულებელი სახე მისცა და უმართავი პროცესები გაახანგრძლივა.

 

სახელისუფლებო გუნდმა, რომელიც საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს დაზარალებულ ადამიანებს უტრანსპორტობის სახით დამატებითი ხარჯი დააკისრა. უსახსროდ დარჩენილებს გადაადგილების ერთადერთ საშუალებად ტაქსი დაუტოვა, რომლის  ტარიფებიც ქვეყანაში კოვიდ სტატისტიკასთან ერთად გაიზარდა. ახლა ადამიანები ყველა სხვა ყოფით პრობლემებთან ერთად უტრანსპორტობასაც ებრძვიან.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება  დამატებითი დაბრკოლება აღმოჩნდა ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. დისკრიმინაციული ფორმა, რომელიც ეკონომისტების აზრით ხელისუფლების  გადაწყვეტილებაა, ეკონომიკურ კოლაფსს საბოლოო, დამანგრეველ შედეგებამდე მიიყვანს.

დღის გადაცემები