13.12.2024 | 08:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გურიაში მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

რელიგიური დაპირისპირების შექმნის მცდელობა უკვე გურიაშიც. სუფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის კონფლიქტი ამ დროისთვის განმუხტულია, თუმცა საბოლოო შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეული ჯერ კიდევ არ არის.

 

ბიბლია და ყურანი დღეს კვლავ განხილვის მთავარი თემა იყო სოფელ ბუკნარში. რელიგიურ ნიადაგზე 2 დღის წინ დაწყებული კონფლიქტი დღესაც გაგრძელდა. ქრიასტიანული თემის წარმოამდგენელთა უკმაყოფილება სოფელ ბუკნარში მეჩეთის მშენებლობის საკითხმა გამოიწვია. სოფელის მაცხოვრებლები ფიქრეობენ, რომ დაპირისპირება პროვოცირებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთმანეთის გვერდით განსხვავებული მრწამის ადამიანები წლებია თანაცხოვრობენ და მსგავს დაძაბულობას აქამდე აგდილი არ ჰქონია. როგორც მუსლიმთა, ისე ქრისტიანთა თემის წარმომადგენლები შერიგებისთვის მზაობას გამოთქვამენ და ყველას პროვოკაციული განცახდებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

 

ორივე მხარეს სიმშვისიკენ მოუწოდებს შემოქმედის ეპარქია. სოფელ ბუკნარში იმყოფებიან ეპარქიის მღვდელმსახურები. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ შეთანხმება უკვე არსებობს და ლოცვის შესაძლებლობა ყველას ექნება. სპეციალური განცხადება გავრცელა მეუფე იოსებმაც. ეპარქიის მმართველმა დაპირისპირებული მხარეები დალოცა და ძმებს შორის მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

დღის გადაცემები