13.12.2024 | 08:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ეკლესიაზე შეტევის მორიგი ტალღა [ვიდეო]

წმინდა სინოდის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე შეტევის ახალი ტალღა იმ პირებმა წამოიწყეს, რომლებიც პეტრე ცაავასთან ასოცირდებიან და მგავს ქმედებაშიც არაერთხელ ყოფილან შემჩნეული. საზოგადოებას, დაუზუსტებელი და მიზანმიმართული სიცრუის გავრცელების წყაროდ აჟამად, „რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია“ მოევლინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, რომელიც პატრიარქის გმობით გამორჩეულმა გიორგი ტიგინაშილმა, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა, არც თუ იშვიათად გადაეყრებით ისეთი პირების მოსაზრებებს, როგორიც მღვდელი ანდრია სარია და მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან განდევნილი ბასილ კობახიძეა. ამ ადამიანთა ჯგუფის ერთობას, სურს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ 11 თებერვლის სინოდის სხდომა დრამატული სცენარით განვითარდება.

საქართველოს საპატრიარქომ "რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებული ტყუილი, პასუხის ღირსად არ მიიჩნია. მამა ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ პოსტში,  მხოლოდ ის თქვა, რომ მსგავსი აბსურდული მოსაზრებებთან დაკავშირებით დამატებით არაფერს იტყვიან, რადგანაც ეს განცხადება მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია.

დღის გადაცემები