13.12.2024 | 08:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ეროვნული ღირებულებები საფრთხის ქვეშაა [ვიდეო]

სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების და ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობების  მოშლა-საფრთხეები და გზავნილები, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა სააღდგომო ეპისტოლეში ასახა.  საქართველოს პატრიარქმა  მრევლს კიდევ ერთხელ შეახსენა თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის სირთულები და ხაზი გაუსვა რწმენისა და სიყვარულის ძალის გაორმაგების აუცილებლობას.  

 

ადამიანებში ეროვნული ღირებულებების გააზრებასა და ეკლესიის  მიმართ გამუდმებით მიზანმიმართულ თავდასხმებზე საუბრობს  თეოლოგი მამა გიორგი ვარშალომიძე. ის რომ ეროვნული ღირებულებების ჩამოშლას  საქართველოში  საუკუნების განმავლობაში ცდილობენ  სასულიერო პირი ისტორიული წყაროებით გვიდასტურებს.  მოძღვარი ფიქრობს რომ ქართველი ერის  ცნობიერება  იმდენად მაღალია რომ სწორად აღაქმევინებს  ფარისევლობასა და სინამდვილეს, რომელიც ხელოვნურადაა გამოწვეული. სასულიერო პირი ასევე ეხმიანება ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობას და  ამბობს, რომ ცილისმწამებლური თავდასხმები ილია მეორის შეურაცხყოფა არ არის და ამით ქართველი მმართმადიდებელი ადამიანების დამცირებას ცდილობენ.  

 

პატრიარქის ეპისტოლეს არ უსმინეს ან წაკითხულის გააზრება გაუჭირდათ ხელისუფლებაში, რასაც "ობიექტივის"  მიერ დასმულ კითხვაზე ქართული ოცნების წევრის არაადეკვატური პასუხი მოწმობს. გივი მიქანაძე ფიქრობს, რომ ეროვნულ ღიებულებებს და სარწმუნოებას დაცვა არ სჭირდება.

დღის გადაცემები