13.12.2024 | 08:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თამარ გაბუნია - ვაქცინაციის პროგრამა  მარტის ბოლოსთვის დაიწყება [ვიდეო]

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სდომა გაიმართა. სხდომაზე ვაქცინის შემოტანის ვადებზე ისაუბრეს. როგორც სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციის პროგრამა  მარტის ბოლოსთვის დაიწყება. 

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმწოდებლებთან გრძელდება, „კოვაქსის პლატფორმით“. როგორც უკვე იყო დაანონსებული, 22 მარტის კვირაში ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას და ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 22 მარტის კვირაში არის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს. ამდენად, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის ინფორმაცია, რასაც „კოვაქსი“ გვიდასტურებს“- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.  

დღის გადაცემები