13.12.2024 | 08:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ინტრავენული მოხმარების შპრიცები სკვერებსა და ქუჩებში [ვიდეო]

 უკონტროლო ნარკომანია, ყოველ მეორე ეზოსა თუ სადარბაზოში დაყრილი გამოყენებული შპრიცები და ქვეყანა, რომელსაც ნარკოდამოკიდებულთა ბუნდოვანი სტატისტიკა აქვს. თუმცა ჯერაც არ გააჩნია მკაფიო ნარკოპოლიტიკა... რატომ არ არსებობს საქართველოში  ნარკოტიკის მოხმარების პრევენციის გზა, რით იმართლებს თავს ხელისუფლება და რა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას მესამე სექტორი.

ნარკოპოლიტიკის კუთხით ფუნდამენტური რეფორმა არ გატარებულა და ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს  აღნიშნავენ მესამე სექტორშიც. EMC-ის იურისტი ფიქრობს რომ ნარკოტიკის მომხმარებელთან დაკავშირებით ქვეყანაში პრევენციის სისტემა უნდა არსებობდეს, ხოლო ახალგაზრდებისთვის  სამკურნალო სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების პოგრამების უნდა განხორციელდეს. 

ის რომ ხელისუფლებამ პანდემიის გამო არასწორი ნაბიჯები გადადგა და ნარკოპოლიტიკა ფარულად წაახალისა საუბრობენ პატრიოტთა ალინსში. მალხაზ თოფურია ჩვენთან საუბარში ამბობს რომ  ხელისუფლებამ  ვერ წარმოადინა ნარკომომხმარებელთა ზუსტი   სტატისტიკა ვერც ხედვა თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა რათა ახალგაზრდები სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებით დაინტერესდნენ.

 

დღის გადაცემები