13.12.2024 | 08:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იყო თუ არა, მიზანმიმართული პროვოკაცია ივერი მელაშვილის დავით გარეჯის ტერიტორიაზე ჩასვლა? [ვიდეო]

იყო თუ არა, მიზანმიმართული პროვოკაცია, მთავარი არხისა და საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ, ივერი მელაშვილის, დავით გარეჯის ტერიტორიაზე ჩასვლა? მეორე დღეა ეს საკითხი, საზოგადოების განხილვის საგანს წარმოადგენს. წმ. გარეჯელი ბერების ხსენების დღეს,  სამონასტრო კომლექსის ტერიტორიაზე, იმ ადამიანის მისვლა, ვინც გარეჯი, საქართველოს ნაწილად არ მიიჩნია, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა სასულიერო პირებისთვის და მრევლისთვის.

წმინდა გარეჯელი ბერების ხსენების დღეს და პრემიერ-მინისტრის ბაქოში გამგზავრებამდე მელაშვილის მთავარი არხის გადამღებ ჯგუფთან ერთად, დავითგარეჯში გამოჩენა, დაპირისპირების მოსაწყოფად გამიზნულ ნაბიჯად შეაფასეს ანალიტიკოსებმა.

ექსპერტი, მამუკა არეშიძე ფიქობს, რომ ძალებს, რომლებიც პროვოკაციის უკან დგანან, მელაშვილის უდანაშაულოდ წარმოჩენა სურდათ. მისი შეფასებით, ფაქტი საზღვრის შეთანხმების პროცესში საქართველოს ინტერესებს ვერ დააზიანებს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში, რომელიც საქარველო-აზერბაიჯანის საზღვრის საიკითხებს 2016 წლიდან იკვლევს, ფიქრობს, რომ ქვეყნის პოზიციების დასაცავად ხელისუფლების მუშაობა საკმარისი არ არის.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით უკვე დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს. ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიებამ უდა დაადგინოს რა მოხდა რეალურად.

დღის გადაცემები