13.12.2024 | 08:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში პირველი საკვირაო წირვა ჩატარდა [ვიდეო]

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პირველი საკვირაო წირვა გუშინ ჩატარდა, რომელიც ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა აღავლინა. მეუფემ დიდი მარხვის დროს დაწესებულ, საეკლესიო წესის შესახებ ისაუბრა და საკვირაო ქადაგება შენდობასა და მიტევებას მიუძღვნა. სასულიერო პირმა დაპირისპირებულ მხარეებს სინანულისკენ მოუწოდა. წირვას ასობით ადამიანი ესწრებოდა. მრევლმა ეპისკოპოსს მხარდაჭრა გამოუცხადა და მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურად ანგაჟირებული სასულიერო პირების პროვოკაცია უწოდა.

დღის გადაცემები