13.12.2024 | 08:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეუფე სტეფანეს საზოგადოების დიდი ნაწილი მხარდაჭრას უცხადებს [ვიდეო]

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს ბრალდებისა და გაჩაღბული ბრძოლის საპირისპიროდ  მრევლი და საზოგადოების დიდი ნაწილი მხარდაჭრას უცხადებს. მათი შეფასებით, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეეტევა ახალი არ არის, მორწმუნეები ამბობენ, რომ ჭყონდიდში განვითარებულ პროცესებში ცრუ პეტრე ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მოქმედებს, მათვე განცხადებით ეკლესიაზე თავდასხმის მიუხედავად მრევლი რწმენაში კიდევ უფრო ძლიერდება.

დროებითი მმართველის შემდეგ, სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარტქიის მმართველად, 11 თებერვლის სინოდის განჩინებით დაინიშნა. მეუფესთან  თანამწირველობაზე ეპარქიიის ორი დიაკონის დემონსტრაციული უარის შემდეგ, მიტროპოლიტმა მათთვის საეკლესიო სასჯელის დადების გაადწყვეტილება მიიღო. სწორედ ამას მოჰყვა, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერების აგრესიული ქმედებები. რასაც მარტვილში ფიზიკური დაპირისპირება და რამდენიმე ადამიანის დაშავება მოჰყვა.

საეკლესიო კრების ჩაშლის მცდელობას და რეზიდენციაზე მიტანილ შტურმს გმობენ მღვდელმთავრები. უმაღლესი სასულიერო პირების შეფასებით, პროცესების უკან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის მოწინააღმდეგეების კვალი იკითხება. მათივე შეაფსებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესები სწორედ პეტრე ცაავას მიერ არის მართული.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობს სამსახურსი უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ის რაც ჭყონდიდში მოხდა, როგორც  საეკლესიო, ისე საერო და სამართლებრივი ნორმების დარღვევაა.

ეპისკოპოსის რეზიდენციაზე თავდასხმა მიუღებელია თეოლოგებისთვის. განვითარებულ პროცესებს ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყეულ ნეობოლშევიკურ ბრძოლად აფასებს ვაჟა ოთარაშვილი. თეოლოგიის დოქტორის განმარტებით, სჯულის კანონის თანახმად, სასულიერო პირების მიტროპოლიტისადმი დაუმორჩილებლობა, ეკლესიიდან განკვთეთას ითვალისწინებს. ოთარაშვილის თქმით, მეუფე სტეფანე, რომელმაც არაერთ კეთილ საქმეს ჩაუყარა საფუძველი, ეპარქიაში ვითარების განმუხტვას შეძლებს.

დღის გადაცემები