13.12.2024 | 08:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მრევლი კათოლიკოს-პატრიარქის მხარდასაჭერად ერთიანდება [ვიდეო]

მრევლი ერის სულიერი ლიდერის მხარდასაჭერად ერთიანდება. მორწმუნეები კათოლიკოს-პატრიარქს მის მიმართ წამოწყებულ ცილისმწამებლურ კამნპანიაში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. მოქალქაეები ერის უახლეს ისტორიაში ილია მეორის უდიდეს როლზე ამხვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ეკლესიის საჭეთმპყრობელზე მსგავსი თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და თითოეული მორწმუნის შურაცხოფაც არის.

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ილია მეორე მიზანმიმართული შტურმის ობიექტი რამდენჯერმე გახდა. ეკლესიისა და რწმენის მოწინააღმდეგეები პატრიარქის მიმართ ცილისმწამებლურ და მორალსმოკლებულ ბრალდებებს არ ერიდებიან.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დღეს ამბიონიდან გამოეხმაურა ილია მეორე. კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგებისას სინანულისა და ცოდვების მონანიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან კიდევ ერთხელ აჩვენა მრევლს სულგრძელობა და  ეკლესიის გარეშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს განსაცდელი უწოდა.

 

"მეუფე პეტრემ არა მარტო პატრიარქს მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ მთლიანად ხალხს, მათ შორის მღვდელმთავრებს", -  ასე ფიქრობს მეუფე ნიკოლოზი ცრუ პეტრეს განცხადებებზე. თუმცა, ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის განმარტებით, უწმინდესი შენდობისთვის მზად არის.

 

სჯულის კანონის გათვალისწინებით, რა იქნება ცრუ პეტრეს და მისი მიმდევრების სასჯელი, სინოდმა  შემდეგ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს. თუმცა ფაქტია, ცრუ პეტრე და მისი მიმდევრები მარტო არ მოქმედებენ, ისინი აგრესიული ფსევდო ლიბერალების მხრიდან ფინანსდებიან, მათი მიზანია ქვეყანაში 4 არა დაამკვიდრონ. არა რწმენას, არა სამშობლოს, არა ეროვნულ იდეოლოგიას, არა სქესს!!  სახელმწიფო უწყებები  წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ინსტიტუტის, მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ამ დრომდე სდუმან.

დღის გადაცემები