13.12.2024 | 08:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოპოზიცია, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებში, ხელისუფლებას ადანაშაულებს [ვიდეო]

ე.წ ღირსების მარში, მიზანშეუწონლად მიიჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ლგბტ თემის დამცველებს, საკუთარი აზრის გამოსახატად, ლოკაციის შეცვლა ურჩია. მათი ინტერესების მცველად კი, ყოფილი პრეზიდენტი დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრაიდის უკან, სწორედ  მიხეილ სააკაშვილი დგას. თავად ოპოზიცია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს და მის სისუსტეზე საუბრობს.

 პრემიერის ამ განცხადებამ საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ პრემიერის განცხადება დაგვიანებულია და  ხელისუფლებას შეეძლო პროვოკაციის თავიდან აცილება, თუმცა ამისთვსი არაფერი გააკეთა და მეტიც, შექმნა პოლიტიკური გარემო, რომელმაც ვითარება აქამდე მიიყვანა. ტოტალურად გააყალბა არჩევნები და პარტიები, რომლებიც ლგბტ ჯგუფს ღიად უჭერენ მხარს, პარლამენტში დაუმსახურებლად შეიყვანა, მათ შორის ის რადიკალური ძალაც, რომელზეც დღეს თავად საუბრობდა, რაც  სამოქალაქო დაპირისპირების უპირველესი მიზეზია. სწორედ ამ ფაქტორმა გახადა შესაძლებელი ეკლესიაზე ასეთი მაშტაბური შეტევა.  თავისი უმოქმედობა „ქართულმა ოცნებამ“ მოგვიანებით ბრიფინგზე ახსნა.

დღის გადაცემები