13.12.2024 | 08:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პეტრე ცაავას უარი "ობიექტივს" [ვიდეო]

პატრიარქის, სინოდის წევრებისა და ეკლესიის შემდეგ  პეტრე ცავას კრიტიკის ობიექტში ამჟერად ტელეკომპანია "ობიექტივი" მოხვდა.  სატელევიზიო ინტერვიუზე ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა  უარი განაცხადა და ობიექტურობასთან  ერთად სახელმწიფოებრიობაც დაგვიწუნა.  მარტვილში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მეუფე სტეფანეს დააკისრა, თუმცა არაფერი უთქვამს მის მიერ მართულ ანგაჟირებულ ჯგუფებზე.


ჭყონდიდში საეკლესიო კრების ჩაშლის მცდელობას გმობს და მეუფე სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს მეუფე ნიკოლოზი. ახალქალაქისა და კუმურდოს კარის ეპარქიის მმართველი ფიქრობს, რომ მარტვილში განვითარებულ მოვლენებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის მოწინააღმდეგეების ხელი ურევია. მეუფე ნიკოლოზი მეუფე სტეფანეს ღვაწლზე საუბრისას აღნიშნავს, რომ  სწორედ მის სახელს უკავშირდება მაქსიმე აღმსარებლის საფლავის აღმოჩენაც, რომელსაც მართმადიდებელი სამსაყორასთვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს.


ის რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, პატრიარქის  წინააღმდეგ დიდი ხნის წამოყებული ბრძოლის გაგრძელებაა, - ასე ეხმიანება მარტვილში განვითარებულ პროცესებს საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის გადარჩენისთვის დამფუძნებელი. მარიტა მუსერიანი იმ საქმეებს იხსნებს რაც მეუფე სტეფანეს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში  20 წლის განმავლობაში აქვს გაკეთებული.  მეუფე სტეფანეს მრევლის წევრი ამბობს, რომ ეპარქიის ხელმძღვანელი დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანების განათლებას,  სულიერ განვითარებას და ცდილობს მოზარდ  თაობას  ისეთი გარემო შეუქმნას, რომ მომავალში მათი ცოდნა  ქვეყნისთვის სასიკეთო იყოს.

 

მეუფე სტეფანეს მხარდაჭერას უცხადებენ სოციალური ქსელების მომხმარებლებიც.  ფეისბუქში არაერთ პოსტს შეხვდებით, სადაც მოქალაქეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია არ დაიკარგოს პატიოსნებითა და პატრიოტიზმით გამოირჩეული მეუფის ღვაწლი. მრევლის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ  საჭიროების შემთხვევაში ეკლესიის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ.

 

"ობიექტივის" ინფორმაციით მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საპატრიარქოში უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან  და  მარტვილში განვითარებულ პროცესებზე იმსჯელებენ. თავად მეუფე სტეფანე კი დამატებით განცხადებებს სწორედ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

დღის გადაცემები