13.12.2024 | 08:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რა მოხდა ბალდის მონასტერში - პეტრე ცაავას დაჯგუფების მორიგი პროვოკაცია [ვიდეო]

ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში. პეტრე ცაავამ ეკლესიაში დარჩენილი კლანის წევრების მეშვეობით მეუფე სტეფანესათვის პროვოკაციის მოწყობა კიდევ ერთხელ სცადა.  გუშინდელი დაპირისპირების სრული ვიდეო ჩანაწერი ჭყონდიდის ეპარქიამ გაავრცელა.  მეუფე სტეფანესა და მამაოებს შორის  შეხვედრა თავდაპირველად კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა მეუფეს პასუხების გაცემის საშუალებას არ აძლევდნენ. მეუფე პეტრეს მხარდამჭერ მამაოებს აინტერესებდათ, რატომ იწერდნენ სასულიერო პირების შეკრებას.  თუმცა მეუფემ განმარტა, რომ მოსალოდნელი იყო პროვოკაციული ქმედებები და საჭიროა მრევლმა სიმართლე იცოდეს.

 

ეპარქიის ყოფილი მმართველის და მისი მიმდევრების გაღიზიანება, გასულ კვირას, 21 მარტს, მარტვილის საკათედრო ტაძარში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. მართლმადიდებლობის ზეიმზე წირვა 15-მა მეუფემ აღავლინა, მიტროპოლიტ სტეფანეს კი მხარდაჭერა მრევლმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოუცხადა.

 

 პეტრე ცაავას მიერ მართული მოძღვრების მორიგი გაღიზიანება  მეუფე სტეფანეს ნათქვამმა სიტყვებმა გამოიწვია, როდესაც მეუფემ აღნიშნა,  რომ პეტრეს მიერ გამოთქმული ბრალდებები პატრიარქის მიმართ დაუსაბუთებელი   და ყველანაირ რეალობას მოწყვეტილი იყო.  ის მღვდელმთავრები, რომლებიც პეტრე ცააავას მხარს უჭერენ ამბობენ, რომ მეუფე სტეფანეს არ მისცემენ საშუალებას ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქია მართოს და მეუფე სტეფანე შენობიდან კვლავ შეურაცმყოფელი სიტყვებით გამოაცილეს.  თუმცა მეუფე სტეფანემ მათ აგრესიას ლოცვით და გალობით უპასუხა.

დღის გადაცემები