13.12.2024 | 08:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საპატრიარქოში ეკატერინე ტიკარაძე და კარლ ჰარცელი იმყოფებიან [ვიდეო]

საპატრიარქოში  ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და იუნისეფის წარმომადგენელი იმყოფებიან. ისინი პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდნენ. განხილვის თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება იყო.

"შეხვედრაზე განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და იყოს სრულიად დაცული ბავშვების ინტერესები", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატეინე ტიკარაძემ.

"მე დავესწარი შეხვედრას საპატრიარქოს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მასში, ასევე მონაწილეობდა „უნისეფი“. ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ პროგრესს, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, პანსიონიდან ბავშვების დიდი ნაწილის გამოყვანის მიმართულებით და ამავდროულად, გრძელდება მონიტორინგი იმ ბავშვების მდგომარეობის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პანსიონში. ევროკავშირის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უკვე ჩართულები ვართ ამ პროცესში და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ განგრძობითად შეგვიძლია დავეხმაროთ ამ პროცესს. ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო" - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

დღის გადაცემები