13.12.2024 | 08:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოში "ასტრაზენეკას" კიდევ 43 ათასი დოზა შემოვიდა [ვიდეო]

საქართველოში "ასტრაზენეკას" კიდევ 43 ათასი დოზა შემოვიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ასტრაზენეკას" ახალი დოზები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

 

 გამყრელიძის თქმით „ასტრაზენეკას“ ათვისების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება. "ასტრაზენეკას" ვაქცინის მეორე დოზით იმუნიზაციაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და აცრები 10 მაისიდან დაიწყება. პარალელურად ქვეყანა კოვიდ პასპორტების გაცემაზე მუშაობს. შექმნილია კოვიდ სერთიფიკატების მოდელი. საკითხს ჯანდაცვის სამინისტროში მომავალი კვირიდან განიხილავენ.

დღის გადაცემები