გაზაფხულზე ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომიდან ერთი წლის შემდეგ შეკრებილი მაღალი სასულიერო იერარქები მნიშვნელოვან საკითხებზე დღეს ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. სხდომამდე გავრცელებული ინფორმაცია დღის წესრიგის შესახებ მღვმდელმსახურებმა სინოდის დასრულების შემდეგ დაადასტურეს. გამოძიება დავით გარეჯის საქმეზე, ვაქცინაცია და ეპისკოპოსების გარეშე დარჩენილ ეპარქიებში სასულიერო პირების გადანაწილება აღმოჩნდა პრიორიტეტული მაღალი იერარქებისთვის. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ სასულიერო პირების დიდმა ნაწილმა მედიასთან გამოჩენა არ ისურვა. პრიორიტეტულ თემებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს მეუფე მიქაელმა უპასუხა. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა პეტრე ცაავასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დეტალები გადაყენებული მეუფის შესახებ განჩინებაში იქნება ასახული.
დღის სიახლეები
სინოდის სხდომა საპატრიარქოში [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები