19.09.2024 | 10:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ტყიბულის შახტაში აფეთების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავდა [ვიდეო]

 ტყიბულის შახტაში აფეთების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავდა. ტყიბულის შახტაში დაშავებული პირები გუშინ თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, რვა ადამიანიდან სამი დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გუგა ქაშიბაძის თქმით, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. აფეთქების შესახებ სხვადასხვა ვარაუდები არსებობს, უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზი და უსაფრთხოების ნორმების შესახებ დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დღის გადაცემები