13.12.2024 | 09:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ქრთამის აღების ფაქტი თბილისის მერიაში [ვიდეო]

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებთან ერთად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავა.    
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.  
დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
ტრანსნაცინალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით დააკავეს, რაც სასჯელის სახედ ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის გადაცემები