13.12.2024 | 08:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შსს-მ ხაშმის ეკლესიის ძარცვაში ბრალდებულები დააკავა [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული პირი დააკავეს.  ამავე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა. გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა 7 ივლისს, სოფელ ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დღის გადაცემები