13.12.2024 | 08:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხელოვანები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ [ვიდეო]

დაცარიელებულ საცეკვაო სტუდიებსა და გაურკვეველ დრომდე დახურულ სხვადასხვა დაწესებულებებს ხელისუფლება კოვიდთან ბრძოლის უალტერნატივო გზად მიიჩნევს. მათგან განსხვავებული პოზიცია აქვთ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. მათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, მორალური ზიანიც მიადგათ.

ქორეოგრაფები საერთო გამოწვევამ და მისი გადაჭრის გზების ძიებამ განათლების სამინისტროსთან მიიყვანა. გამომდინარე იქიდან, რომ სამთავრობო სტრუქუტებიდან მათთან კომუნიკაციის ინიციატივა არავის გამოუჩენია, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა უწყებას თავად მიაკითხეს.

 

საპროტესტო მუხტი  მხოლოდ განათლების სამინისტროსთან არ შეინიშნებოდა. მესამე სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ, თუმცა მოთხოვნა ერთი იყო. მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების შემსუბუქების არასწორ პოლიტიკას აკრიტიკებენ, მათ შორის დამღუპველად კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამ დრომდე გაჩერებას მიიჩნევენ.

დღის გადაცემები