13.12.2024 | 02:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვიქტორ ორბანი: "გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა"

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული და ქართველი ხალხის უპატივცემულობა იყო.

როგორც ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა, ეს არის საზიანო გადაწყვეტილება და ვერ იქნა გამართლებული ვერც მორალურად.

"კიდევ ერთი საკითხი ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთება და მისი წევრობის სურვილია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში, ვიტყოდი, რომ დისკრიმინაციული იყო გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ მოლოდოვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია და ეს გადაწყვეტილება უპატივცემულო იყო ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ" – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანის განმარტებით, უნგრეთი გააგრძელებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს.

"ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით, 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით" – განცხადა ვიქტორ ორბანმა.

დღის გადაცემები