19.04.2024 | 03:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Politico: "ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება"

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თანახმად, ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვეტოს დადებით იმუქრება, რომლებიც 6 თვეში ერთხელ მოითხოვს განახლებას, ვინაიდან სურს, რომ სასანქციო სიიდან ოთხი ადამიანი ამოიღონ.

უნგრეთი ასევე სანქციების გახანგრძლივების პერიოდის 6 თვიდან 12 თვემდე გაზრდის წინადადების წინააღმდეგ გამოდის, რომელსაც ევროკავშირის ყველა დანარჩენი წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს.

გამოცემის თანახმად, სამშაბათს ევროკავშირის ელჩებმა უნგრეთთან კომპრომისის მიღწევა ვერ შეძლეს. ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ორბანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და სასანქციო სიიდან ის ოთხი ადამიანი ამოიღოს, რათა სხვა პირების წინააღმდეგ შეზღუდვები არ დააყენოს საფრთხის ქვეშ.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად ევროკავშირმა 1 400-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, მათ შორის არიან ოლიგარქები, რუსეთის პარლამენტის წევრები, სამხედროები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსი ადმინისტრატორები.

სანქციების გახანგრძლივების 6 თვიანი პერიოდის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. წინასწარი კომპრომისით, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირის ელჩები სანქციების პერიოდის 12 თვის ნაცვლად 9 თვემდე გაზრდას განიხილავენ.

დღის გადაცემები