31.03.2023 | 16:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა შორის მოხსენიება მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც სამწუხაროდ, ევროპარლამენტშია"

ორი სიტყვით ჩალის ფასი, არავითარი ფასი არ აქვს განცხადებებს, რომლებიც ეფუძნება სიყალბეს. მიხეილ საკაშვილი არის პატიმარი, მას აქვს შეფარდებული სასჯელი უმძიმესი დანაშაულებისთვის. კანონისა და სამართლის უზენაესობა არის ის, რაც ჩვენ ბოლომდე უნდა დავიცვათ. მხოლოდ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროკავშირში. თუ დავთმობთ ღირსებას, არც ევროკავშირი დაგვრჩება და არც სახელმწიფო,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასებს იმას, რომ ევროპარლამენტი დღეს კვლავ განიხილავს მიხეილ სააკაშვილის საქმეს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც ევროპარლამენტს აქვს.

"ჩვენთვის ეს ფაქტი არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად მიუღებელი. მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც აქვს მისჯილი სასჯელი კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის. ეს არის უმძიმესი დანაშაულები და მისი მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის, მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც არის, სამწუხაროდ, წარმოდგენილი ევროპარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი ასეთ პრობლემებს უახლოეს მომავალში დაძლევს",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ. მოსმენა პოლიტპატიმრების შესახებ ადგილობრივი დროით 16:30-17:00 საათზე არის ჩანიშნული.

კერძოდ, საუბარი შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს.

დღის გადაცემები