13.12.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სააკაშვილის გადაყვანა და ივანიშვილის სანქცირების განხილვა – ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო.  ტექსტს მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.

14 თებერვალს გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტს დაემატა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ ინიცირებული შენიშვნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვას ითხოვს.

შესწორების ნაწილში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ოლიგარქი და ხაზგასმულია მისი ფუნდამენტური როლი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში.

ტექსტში საუბარია იმაზეც, რომ პატიმრებისადმი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. 

"ევროპარლამენტარები შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ  სააკაშვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გაუწიონ მას ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და პატივი სცენ მის ფუნდამენტურ უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას, ქვეყნის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

უფრო მეტიც, რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელიც ითამაშა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში როგორც "პირადი ვენდეტის ნაწილი".  ამიტომ, ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას, ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდებს", - აღნიშნულია ტექსტში. 

დღის გადაცემები