13.12.2024 | 02:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი ილჰამ ალიევს ლაჩინის დერეფნის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა და მოუწოდა, დაუყოვნებლივ გახსნას ლაჩინის დერეფანი სავაჭრო მოძრაობისთვის, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრის შესახებ ენტონი ბლინკენი "ტვიტერშიც" წერს და ხაზს უსვამს, რომ ლაჩინის დერეფნის დაბლოკვა ძირს უთხრის იმ ნაბიჯებს, რომლებიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადადგეს.

"მოვუწოდე პრეზიდენტ ალიევს დაუყოვნებლივ გახსნას ლაჩინის დერეფანი სავაჭრო მოძრაობისთვის. მისი დაბლოკვის ყოველი დღე ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხეს ქმნის და ძირს უთხრის იმ ნაბიჯებს, რომლებიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობისკენ გადადგნენ. აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას", - წერს ბლინკენი "ტვიტერზე".

ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს ერთმანეთთან აკავშირებს, 12 დეკემბერს მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა ქალაქ შუშას შესასვლელთან პავილიონები აღმართეს. რუსეთის სამშვიდობო პუნქტის წინ შეკრებილი მომიტინგეების განცხადებით, რეგიონში დისლოცირებულ სამშვიდობო ძალები იმაში ადანაშაულებენ, რომ აზერბაიჯანელ ეკოლოგებს უფლებას არ აძლევენ აღდარაში სამთო საქმიანობის მონიტორინგი განახორციელონ.

დღის გადაცემები