13.12.2024 | 02:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოსამართლე ლადო კაკაბაძე: "დიდი ხანია გასული რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ?!" იმედია მეც დამასანქცირებთ!!!"

"დიდი ხანია გასული რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ?!" იმედია მეც დამასანქცირებთ!!! – ამგვარი რიტორიკული კითხვით მიმრათა უზენაესი სასამართლოს მოქმედმა მოსამართლე, ლადო კაკაბაძემ ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხზე კომენტირებისას.

"ცივი ომის "საუკეთესო ტრადიციების" სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება, რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია",- აცხადებს კაკაბაძე.

 

დღის გადაცემები