13.12.2024 | 02:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვატო შაქარიშვილი: "ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა, ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც პოლიტიკურ კორუფციაში ღიად დაადანაშაულა"

"სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს დილით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა, ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც პოლიტიკურ კორუფციაში ღიად დაადანაშაულა. ასევე შეაფასა, ზოგადად ქვეყნის მდგომარეობა შიდა თუ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში", – წერს მოძრაობა "აი ია-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

მისივე თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, მისივე ქვეყნის დღევანდელ ადმინისტრაციაზე განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ამერიკას ჯოჯოხეთში მიაქანებს.

ჩვენ რაღა დავამატოთ…?! შეგვიძლია უბრალოდ ამ დამღუპველი პოლიტიკის ნათელი გამოხატულება დავინახოთ, სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ სამარცხვინო გადაწყვეტილებაში.
ეს დოკუმენტი ისტორიას დარჩება, როგორც სამარცხვინო ფურცელი და როგორც შავი ლაქა!
იქ ერთი წინადადებაა მთავარი – "Ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად."
შეგვიძლია, სიტყვა – მოსამართლე ნებისმიერი სხვა პროფესიით ჩავანაცვლოთ – პოლიციელი, ჯარისკაცი, დეპუტატი, რიგითი საჯარო მოხელე და ა.შ. ეს არის სართო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი "დაუძინებელი მეგობრების" მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. გადაუდგნენ ხელისუფლებას, მოახდინონ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის პროვოცირება, დადგნენ "ისტორიის სწორ მხარეს" და ასეთ შემთხვევაში, სახ.დეპი გულმოწყალებას გამოიჩენს მათ მიმართ!

Save America!"

დღის გადაცემები