13.12.2024 | 02:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკი: "ყველა ამბობს, რომ ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ საჭიროა ამ კარამდე მიღწევა"

უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. მსოფლიოს სჭირდება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რადგან ამაზეა დამოკიდებული სტაბილურობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს.

მისი თქმით, თუკი ნატო-ში გაწევრიანების გზა იმაზე გრძელი იქნება, ვიდრე უკრაინას სურს, მან უსაფრთხოების გარანტიები ალიანსში გაწევრიანებამდე უნდა მიიღოს.

"ამარჯვების შემდეგ, მშვიდობის დამყარების შემდეგ, არ გვსურს ისევ დავუბრუნდეთ იგივე სიტუაციას და ეს შეიძლება მოხდეს. როგორც გითხარით, რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას უნდა პაუზა ამა თუ იმ ფორმით, მინსკის შეთანხმების მსგავსი, ან სხვა შეთანხმებით, მათ სურთ პაუზა. ისინი მოიკრებენ ძალებს, ფულს, იარაღს, დაიწყებენ მზადებას და როდესაც ყველაფერ ამას მოამზადებენ, ისინი დაიწყებენ თავდასხმას, რადგან მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - ჩვენი განადგურება. აი, რატომ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები.

გვჯერა, უკვე ვაჩვენეთ მსოფლიოს ჩვენი ძალა და შესაძლებლობები. ვფიქრობ, მინიმუმ ნატო-ს წევრი ქვეყნების დონეზე ვართ და ვფიქრობ, სამართლიანია, თუკი იმავე უსაფრთხოების წრესა და ალიანსში ვიქნებით, რადგან ნატო-ს ქვეყნებს შორის ომები არ არის, მაგრამ თუ ეს გზა უფრო გრძელია, ვიდრე ჩვენ გვსურს იყოს, სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის გარკვეული პირადი დამოკიდებულების გამო, მე ხაზს ვუსვამ, ლიდერების და არა საზოგადოებების, რადგან ყველა საზოგადოება მხარს გვიჭერს ჩვენ. თუკი ეს გზა უფრო ძნელია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია, მაშინ, ამ გზაზე ჩვენ დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები იმისთვის, რომ ნატო-ს წევრობას მივაღწიოთ, რადგან ყველა ამბობს, რომ ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ საჭიროა ამ კარამდე მიღწევა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

დღის გადაცემები