13.12.2024 | 03:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი ლომია: "ხალხი ვერ შეეგუება, რომ ჩვენ იდენტობა დავთმოთ, ან უარი ვთქვათ საკუთარ კულტურაზე"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ განაცხადა. "კანდიდატის მინიჭების საკითხი პოლიტიკური თამაშია, პოლიტიკურ თამაშში კი ყოველთვის ორმაგი და სამმაგი სტანდარტები გამოიყენება. ევროკავშირი გვეუბნება, რომ უკრაინას და მოლდოვას ვიღებ, მაგრამ რადგან შენ არ შეუერთდი სანქციებს და არ გახსენი მეორე ფრონტი, შენ ამის გამო დაისაჯე. ამას პირდაპირ არ გვეუბნება, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რის გამო ვისჯებით. აქ კიდევ საკითხავია ის ჩამონათვალი, რა ჩამონათვალიც კითხვარის მიხედვით უნდა დავაკმაყოფილოთ - ამ პირობებით გვინდა ჩვენ თუ არა ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ყოველთვის იმის მომხრე ვართ, რომ თუ ქვეყნისთვის საბედისწერო რამ წყდება, ხალხს ვკითხოთ - რეფერენდუმზე გაიტანეთ, პლებისციტი ჩაატარეთ. ბოლოს და ბოლოს ღიად, ტელევიზიებით ისაუბრეთ ყველა პუნქტზე და თუნდაც სატელევიზიო გამოკითხვა ჩაატარეთ. ბევრი ფორმატი შეიძლება მოიფიქროს პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუკი საზოგადოების აზრი აინტერესებს. მაგრამ როდესაც არ გაინტერესებს და მიიჩნევ, რომ საზოგადოება გააკეთებს ყველაფერს, რასაც შენ ეტყვი, პოლიტიკოსები საზოგადოებას აზრს არ შეეკითხებიან. პრინციპში დღეს სწორედ ასე ხდება, თუმცა ხვალ ეს საზოგადოებაში სულ სხვა ნეგატიური შედეგებით იჩენს თავს. ხალხი ვერ შეეგუება, რომ ჩვენ იდენტობა დავთმოთ ან უარი ვთქვათ საკუთარ კულტურაზე. თუ ჩვენ ყველა ის პუნქტი დავაკმაყოფილეთ, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, ეს ყველაფერი დაახლოებით ათ წელიწადში გაქრება", - განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის გადაცემები