13.12.2024 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "სხვა დღის წესრიგია შესაქმნელი, სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

"2020 წელს 1 მილიონ 200 000 კაცი გამოვკითხეთ და 900 000 აუდიოინტერვიუ ჩავწერეთ. 3 მილიონიან ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის გამოკითხვა არც არავის ჩაუტარებია და წარმოუდგენლად ძნელიცაა.

ამ გამოკითხვამ ცხადყო, რომ მოსახლეობის 70%-ი ნეიტრალური კურსის მომხრეა (სინამდვილეში ზუსტად ამ კურსს ატარებს ახლა "ქართული ოცნება"), მაგრამ, რაც ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ამ გამოკითხვამ ცხადყო, რომ სააკაშვილის არც ერთ განაყოფს (ბოკერია, ვაშაძე, ჯაფარიძე, სხვები) 1% მხარდამჭერიც კი არ ჰყავდა.

ამის მიუხედავად, უამრავი ჭკუის დამრიგებელი და მრჩეველი აღმოცენდა, რომლებიც მათ პარლამენტში შეთრევას კეთილ საქმედ წარმოაჩენდნენ და საბოლოო ჯამში, ჩვენთვის მოპარული პროცენტებით, ეს - სრულიად არავინ ხალხი პარლამენტში შეათრიეს და დღეს ისენი უკვე საპარლამენტო პარტიების სტატუსით ხვდებიან ამერიკელ სენატორებს და ახლა იმასაც ვიგებთ, რომ სააკაშვილი, თურმე, უკვე პოლიტპატიმარიც ყოფილა. ცხადია, ამას ისიც ემატება, რომ, თურმე, მთელი ქვეყანა რუსეთის აგენტია.

დააკვირდით: ამერიკელ სენატორებს ის პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხვდებიან, რომლებიც იწყებენ ივანიშვილით, როგორ აწამებს, თურმე, რუსი ოლიგარქი, როგორ წამლავს და კლავს სააკაშვილს და აგრძელებენ "ქართული ოცნების" მოთხრით. სხვა არავინ დატოვეს, ვისაც სიმართლის თქმა შეეძლო. ზუსტად ამას მიაღწიეს იმ "დიადმა" მრჩეველ-კონსულტანებმა, ჩვენ რომ სიხარულით გვებრძოდნენ.

აქამდე რატომ მოვედით, ვის გამო მოვედით, წყალში რატომ ჩაიყარა უამრავი ადამიანის თავგანწირული ბრძოლა? 10 წელია ჩაკეტილი წრიდან გამოსვლის საშუალებას არ იძლევით. გაქრა, ჩაქრა, აღარაა,  მაგრამ მაინც "მთავარ ოპოზიციურ ძალას" ეძახით. დაამთავრეთ ეს სისულელე, საკმარისია. სხვა დღის წესრიგია შესაქმნელი, სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები