23.04.2024 | 08:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ისრაელის ელჩი: "ჩვენ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, დელიკატური ბალანსის შენარჩუნება გვიწევს"

ჩვენ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, დელიკატური ბალანსის შენარჩუნება გვიწევს. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ებრაული სახელმწიფო, ისრაელი ვალდებულია იზრუნოს რუსი და უკრაინელი ებრაელების კეთილდღეობაზე, ხოლო იმისათვის, რომ ეს შეძლონ, ორივე მთავრობასთან კარგი ურთიერთობა სჭირდებათ.

გიდორის განცხადებით, ისრაელის მთავრობამ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. როგორც ის აღნიშნავს, მისი ქვეყანა ბევრს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის, სანქციების კუთხით, მაგრამ ეს არ არის ის, რისი განხილვაც საჯაროდ მათ მედიასთან შეუძლიათ.

"ჩვენ არ გვეშინია ჩვენი სიტყვა დავაფიქსიროთ საჯარო განცხადებებში. რუსეთი არის აგრესორი და ეს არის კრიმინალური ოპერაცია, დანაშაულებრივი შეჭრა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ამგვარი მოპყრობის გასამართლებლად"- განაცხადა ელჩმა.

 

დღის გადაცემები