19.04.2024 | 15:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"The Washington Post-ი": "უკრაინას გამოცდილი ჯარისკაცებისა და საბრძოლო მასალის დანაკლისი აქვს"

“უკრაინის სამხედრო ძალების ხარისხი, რაც სერიოზულ უპირატესობად ითვლებოდა რუსეთთან მიმართებაში, ერთწლიანი ომის დროს მიღებული დანაკარგის გამო გაუარესდა, რის გამოც ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინის მზადყოფნას, გაზაფხულზე კონტრშეტევა წამოიწყოს", – წერს ამერიკული გამოცემა “The Washington Post-ი" სტატიას სათაურით – “უკრაინას გამოცდილი ჯარისკაცებისა და საბრძოლო მასალის დანაკლისი აქვს – დანაკარგები, პესიმიზმი იზრდება".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, "უკრაინის შეიარაღებული ძალების ხარისხი, რაც რუსეთთან ბრძოლაში უპირატესობად ითვლებოდა, ერთწლიანი ომის დროს მიღებული დანაკარგის გამო გაუარესდა. შედეგად, ყველაზე გამოცდილი უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი ბრძოლის ველს გამოაკლდა, რამაც აიძულა ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი, ეჭვი შეეტანა კიევის მზადყოფნაში, გაზაფხულზე კონტრშეტევა წამოიწყოს".

The Washington Post-ის" ცნობით, აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების შეფასებით, 120 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა გასული წლის დასაწყისში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ხოლო რუსეთის მხრიდან დანაკარგი 200 000-ს შეადგენს, თუმცა გაცილებით დიდი ჯარი ჰყავს და დაახლოებით სამჯერ მეტი მოსახლეობა. გარდა ამისა, უკრაინა დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ყველაზე მტკიცე მოკავშირეებსაც კი არ უზიარებს.

"გამოუცდელი წვევამდელების ნაკადმა, რომლებიც დანაკარგების შესავსებად გამოიძახეს, შეცვალა უკრაინის ძალების პროფილი, რომლებიც ასევე განიცდიან საბრძოლო მასალის მწვავე დანაკლისს“, – ნათქვამია სტატიაში.

"უკრაინის მიერ კონტრშეტევის განხორციელების უუნარობა გამოიწვევს ახალ კრიტიკას იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები ძალიან დიდხანს ელოდნენ, რათა გაეღრმავებინათ საწვრთნელი პროგრამები და მიეწოდებინათ ჯავშანტექნიკა, მათ შორის "ბრედლისა“ და "ლეოპარდის“ საბრძოლო ტანკები“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახლა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება შესაძლოა არ ასახავდეს უკრაინის ძალების სრულ სურათს, რადგან კიევი ცალკე ამზადებს ჯარებს მომავალი კონტრშეტევისთვის.

ანდრიი ერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ უკრაინული ძალების მდგომარეობა არ ამცირებს მის ოპტიმიზმს მომავალი კონტრშეტევის მიმართ.

გაზეთი “The Washington Post-ი" აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დასავლეთის მიერ დაპირებული ტანკების რაოდენობას სიმბოლური

დღის გადაცემები